"სამპდორიას" აწ უკვე ყოფილი თავკაცი ვინჩენცო მონტელა "მილანის" მთავარი მწვრთნელი გახდა. როგორც "როსონერის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, იტალიელმა სპეციალისტმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მონტელამ "სამპდორია" 2015 წლის ნოემბერში ჩაიბარა და გასულ სეზონში მისმა გუნდმა 27 მატჩი ჩაატარა, აქედან 6 მოიგო, ამდენივე ფრედ დაასრულა, ხოლო 15 შეხვედრაში მარცხი განიცადა. აღნიშნულ კლუბამდე ვინჩენცო "ფიორენტინას", "კატანიას" და "რომას" წვრთნიდა.