“მარსელის” რიგები ორმა მოთამაშემ დატოვა. ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “ველოდრომი” ლუკას ოკამპოსმა და აბდელაზიზ ბარადამ დატოვეს.
21 წლის ოკამპოსი ერთწლიანი იჯარით “ჯენოაში” ითამაშებს. მან გასულ სეზონში ზღვისპირული კლუბის მაისური 25-ჯერ მოირგო და 4 გოლი გაიტანა.
ბარადამ კი, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს მიაშურა და “ალ-ნასრიში” ჩაირიცხა. “მარსელმა” მის სანაცვლოდ 2 მილიონი ევრო მიიღო. 27 წლის მოთამაშემ გასულ სეზონში 35 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.