ჩილეს ეროვნულმა ნაკრებმა კოპა ამერიკის ფინალში არგენტინის ნაკრები დაამარცხა და ზედიზედ მეორედ დაეუფლა ტიტულს. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, პენალტების სერიაში კი ჩილელებმა 4:2 იმარჯვეს (VIDEO) და გასული წლის მსგავსად არც ამჯერად დაუთმეს არგენტინელებს ამერიკის თასი. პენალტების სერიაში სიზუსტემ უმტყუნა არგენტინელთა ლიდერს ლიონელ მესის, ხოლო ბილიას მეკარემ არჯობა. ჩილელთაგან პენალტი ვიდალმა ვერ გამოიყენა.
შეხვედრის პირველ ტაიმში ბრაზილიელმა არბიტრმა ორ ფეხბურთელს დაატოვებინა მოედანი, 28-ე წუთზე ჩილელი მარსელო დიასი გააძევა, ტაიმის მიწურულს კი არგენტინელი მარკოს როხო.
აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით ჩილეს ნაკრები მეორე გუნდი გახდა, რომელმაც ზედიზედ ორჯერ შეძლო კოპა ამერიკის მოგება. აქამდე მსგავსი შედეგი, 1946 და 1947 წლებში, სწორედ არგენტინის ნაკრებმა აჩვენა.