"ხიხონის" აწ უკვე ყოფილი შემტევი ჯონათან როდრიგეს მენენდესი (ჯონი) კარიერას "მალაგაში" გააგრძელებს. როგორც ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, შემტევმა ახალ გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფეხბურთელი "მალაგაში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
ჯონიმ გასულ სეზონში 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელი პატარაობაში "ოვიედოს" და "ბარსელონას" აკადემიაში ვარჯიშობდა. "ხიხონის" სარეზერვო გუნდში 2013 წელს მოხვდა, ხოლო მთავარ გუნდში 2014 წელს დააწინაურეს.