"ხიხონის" აწ უკვე ყოფილი მცველი ლუკას ერნანდესი კარიერას ინგლისის ჩემპიონ "ლესტერ სიტიში" გააგრძელებს. როგორც "მელიების” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 27 წლის მოთამაშემ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს ივლისიდან შეუერთდება.
ესპანელი მადრიდის "რეალის" აკადემიის აღზრდილია. ლუკასი მადრიდელთა სარეზერვო გუნდში 2009 წელს გადავიდა, ორი სეზონი ითამაშა და შემდეგ ნახევარი სეზონი უგუნდოდ იყო. 2012 წლის იანვარში კი ერნანდესმა "ხიხონთან" გააფორმა კონტრაქტი. 2014/15 წლების სეზონში ესპანელი გუნდს ლა ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.