ჭადრაკი

1:15 | 21.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავას მე-3 ადგილი “ევრაზიის თასზე”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა ყაზახეთის ქალაქ ალმატიში დასრულებულ ევრაზიის თასის გათამაშებაზე ელვისებურ ჭადრაკში მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.

“Eurasian Blitz Cup”-ზე მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეები თამაშობდნენ. ქართველი მოჭადრაკეები შემდეგ ნომრებად იყვნენ განთესილები: ლევან ფანცულაია – 27-ე, ბაადურ ჯობავა – 30-ე, დავიდ არუთინიანი – 37-ე, ხოლო თორნიკე სანიკიძე – 57-ე.

ტურნირის საპრიზო ფონდი 100 000 ამერიკული დოლარი იყო, მონაწილეებმა კი 22-22 პარტია ითამაშეს. ბაადურმა ფინალში ტურნირის გამარჯვებულ იან ნეპომნიაშჩისთან წააგო, მესამე ადგილი დაიკავა და რეიტინგს 116 ქულა შემატა ანუ მისი რეიტინგი ამ ასპარეზობის შემდეგ, 2751 ქულა გახდა.

პირველობა 22-დან 16 ქულით ორმა მოჭადრაკემ ფარუხ ამონატოვმა (თურქმენეთი, 2769) და იან ნეპომნიაშჩიმ (რუსეთი, 2846) გაინაწილა. ჯობავამ 15.5 ქულით მე-3 ადგილი ვლადისლავ არტემიევთან (რუსეთი, 2722) გაიყო, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით, ბრინჯაოს მედალს ქართველი დიდოსტატი დაეპატრონა.

ტურნირის დანარჩენი ქართველი მონაწილეების შედეგები ასეთია: 18. დავიდ არუთინიანი – 13 ქულა, 37. თორნიკე სანიკიძე – 12, 40. ლევან ფანცულაია – 12.

0.116289