ფეხბურთი

22:23 | 11.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯოვინკომ შესაძლოა “იუვე” დატოვოს

როგორც იტალიური პრესა იუწყება, ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელ სებასტიან ჯოვინკოს შეძენით ინგლისური და იტალიური კლუბები დაინტერესდნენ. ევროპალიგის მონაწილე “ფიორენტინა” და “ტორინო” ჯოვინკოს შეძენას იანვარში ეცდებიან. იტალიელი შემტევით ასევე დაინტერესებულნი არიან ინგლისური “არსენალი”, “ტოტენჰემი” და “ლივერპული”. თუმცა ჯოვინკოს აგენტმა ანდრეა დამიკომ ამ საკითხზე ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

“ამ მომენტისთვის ჯოვინკო ტურინულ კლუბზეა კონცენტრირებული. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კლუბთან კონტრაქტი ივნისში უმთავრდება. მეტს ვერაფერს გეტყვით,” – აღნიშნა ფეხბურთელის აგენტმა.

ჯოვინკომ კარგა ხანია სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და უმეტესად სათადრიგო სკამიდან ერთვება თამაშში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126828