დავით თარგამაძე უკრაინის “ოლექსანდრიას” დატოვებს. ამის შესახებ გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ შარანმა განაცხადა.
“სამწუხაროდ, თარგამაძე და დედეჩკო დაგვტოვებენ. თარგამაძე მძიმე ტრავმის შემდეგ აღდგენის პროცესს გადის. მასთან საიჯარო ხელშეკრულებას არ გავაგრძელებთ”.
თარგამაძემ მარტში, “გორნიაკთან” ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო ტრავმა და მას შემდეგ აღარ უთამაშია. დავითს მანამდეც საკმაო დრო გაუცდა. ქართველი გარემარბი ისევ დონეცკის “შახტარს” ეკუთვნის და სად გააგრძელებს კარიერას, ეს ჯერ უცნობია.