ლატვიელმა მწვრთნელმა აინარს ბაგატსკისმა, რომელსაც თავის დროზე “სოხუმიც” გაუწვრთნია, შესაძლოა, მუშაობა მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკაში” გააგრძელოს.
შეგახსენებთ, რომ თურქული კლუბის მთავარ მწვრთნელად დევიდ ბლატი დაინიშნა, მას კი ასისტენტად სწორედ ბაგატსკისის აყვანა სურს, რომელიც ამავდროულად ლატვიის ეროვნული გუნდის თავკაციცაა.
შეგახსენებთ, რომ 49 ქლის ბაგატსკისი “სოხუმს” 2011 წელს ავარჯიშებდა, ბოლო 2 სეზონი კი რუსულ “ნიჟნი ნოვგოროდში” გაატარა და არცთუ ძლიერი შემადგენლობის ფონზე არაერთი გრანდის გამწარება შესძლო.