ბოლნისის “სიონმა” ეროვნული ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო. გუშინ გუნდი პირველად შეიკრიბა და შინაურ სარბიელზე ივარჯიშა. “სიონის” მთავარმა მწვრთნელმა არმაზ ჯელაძემ გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში აღნიშნა, რომ გუნდში ლეგიონერებსაც ელოდებიან.
“გუნდში ექვსი ახლწვეული გვყავს. რამდენიმე ფეხბურთელმა დაგვტოვა, თუმცა ახალი მოთამაშეებითაც გავძლიერდით. ჩემპიონატისთვის მზადება დავიწყეთ და ტესტ-მატჩებსაც ვგეგმავთ. პირველი ვარჯიშზე აქცენტი ძალების აღდგენაზე გავაკეთეთ. ფეხბურთელების დამატებას კიდევ ვაპირებთ და მათ შორის ლეგიონერებიც იქნებიან”.
შეგახსენებთ, რომ მომავალი 1 წლის განმავლობაში ბოლნისური კლუბის ღირსებას კასრაძე, ჯანელიძე, შინდაგორიძე, სიხარულიძე, ლობჯანიძე და თოთაძე დაიცავენ.
“სიონი” პირველ ამხანაგურ შეხვედრას, 22 ივნისს, აზერბაიჯანულ “გაბალასთან” გამართავს.