ფეხბურთი

16:44 | 14.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი თექთურმანიძის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა

გორის “დილას” 25 წლის ფეხბურთელის, გიორგი თექთურმანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოდნავ უკეთესობისკენ წავიდა. კლუბის პრესსამსახურისგან გავიგეთ, რომ “ჩიორამ” (ფეხბურთელის მეტსახელი) ხელი და ფეხი უმნიშვნელოდ აამოძრავა, ის კრიტიკული სამდღიანი პერიოდიც უკან დარჩა და წესით, უახლოეს დღეებში შედარებით უკეთესი მდგომარეობა უნდა იყოს.

გიორგი გონზე ჯერ არ მოსულა და დაძინებული ჰყავთ, რადგან ასე უფრო იოლად გაიწოვს სისხლი.

შეგახსენებთ, ზუსტად ერთი კვირის წინ, თექთურმანიძე ლანჩხუთთან ახლოს ავტოავარიაში მოჰყვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.107626