სხვა

16:04 | 13.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

დასრულდა ხელბურთის მწვრთნელთა სემინარი

სპორტკომპლექს არენაში დასრულდა ხუთდღიანი სემინარი ხელბურთში, რომელსაც უძღვებოდა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ლექტორი, ჩეხი მარტინ ტუმა. კურსი გაიარა და ამის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღო ოცდაათამდე ქართველმა მწვრთნელმა.

სემინარი ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ოთხწლიანი პროგრამის ეგიდით მიმდინარეობდა. ამ პროგრამაში საქართველოს ფედერაცია აქტიურად მონაწილეობს და ორჯერ სპეციალური ჯილდოც მიიღო IHF-სგან.

მარტინ ტუმამ თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარა. თემები ეხებოდა ხელბურთის გუნდში ხანგრძლივი და ხანმოკლე საწვრთნელი ციკლების დაგეგმვას და ბევრ პრაქტიკულ საკითხს ბოლო ტაქტიკური ტენდენციების შესახებ. ბოლო დღეს მონაწილეებმა ტესტებიც შეავსეს და საბოლოოდ, სერტიფიკაცი 28 მწვრთნელმა მიიღო. პრაქტიკულ მეცადინეობებში მონაწილეობდა საქართველოს გოგონათა ნაკრებიც, რომელიც ბოლო მოსამზადებელ ეტაპს გადის ევროპის ღია პირველობისთვის (4-8 ივლისი, გიოტებორგი).

2015-16 წლების სეზონში ხელბურთის ფედერაციამ, ტრადიციულად, რამდენიმე სემინარი მოაწყო ევროპულ და მსოფლიო ფედერციებთნ მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად. დეკემბერში გვსტუმრობდა ხელბურთის სლოვენიელი ექსპერტი, მარკო სიბილა, მარტში, ქალთა ტროფის მიმდინარეობისას მწვრთნელთა და მსაჯთათვის სემინარი გამართეს რუმინელმა ალექსანდრუ აქსინტემ და უკრაინელმა ვალენტინ ვაკულამ. მაისში, გერმანელმა კლაუს ფელდმანმა მოაწყო სწავლება სკოლების სპორტის მასწავლებლებისთვის - თბილისში, ბათუმსა და თელავში. ამასთან ერთად, მაისში, ლევან გელაშვილი და მამუკა მჟავანაძე მონაწილეობდნენ საბერძნეთში, პლაჟის ხელბურთის სემინარში, რის შემდეგაც მათ უკვე საქართველოში მოაწყვეს სალიცენზიო კურსი.

თეგებიხელბურთი
0.273575