ფეხბურთი

15:03 | 13.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

დუნგას მხოლოდ სიკვდილის ეშინია

ბრაზილიის ეროვნული ნაკრები კოპა ამერიკის ქვეჯგუფში ჩარჩა, თუმცა “სელესაოს” მთავარ მწვრთნელ კარლოს დუნგას უმუშევრად დარჩენა არ აშინებს. როგორც მან თამაშის შემდეგ თქვა, ახლა ბრაზილიურ ფეხბურთს გარდამავალი პერიოდი უდგას.

“ჩვენ კოპა ამერიკას ერთადერთი გოლის გამო დავემშვიდობეთ, რომელიც წესების დარღვევით გავიდა. მესმის, რომ ბრაზილიელებს ყველა ტურნირის მოგება უნდათ, მაგრამ იმის ცოდნაც საჭიროა, რომ ახლა გარდამავალი პერიოდი გვაქვს და წარმატება მალე არ მოვა.

გამათავისუფლებენ თუ არა? – მხოლოდ სიკვდილის მეშინია, სამსახურის დაკარგვის – არა”, - თქვა დუნგამ.

შეგახსენებთ, ბრაზილიამ კოპა ამერიკის პლეი-ოფში გასვლა 1987 წლის მერე პირველად ვერ შეძლო. მათთვის საბედისწერო დღეს გამთენიისას პერუსთან (0:1) მარცხი გამოდგა და ჯგუფში იმავე პერუსა და ეკვადორის უკან აღმოჩნდა.

0.116521