ფეხბურთი

14:58 | 11.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონატის წილისყრა ორშაბათს გაიმართება

ორშაბათს 13 ივნისს 14:00 საათზე სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ქვეჯგუფებისა და კალენდრის წილისყრა გაიმართება.

გუნდების ქვეჯგუფებში გადანაწილება წინა სეზონში დაკავებული ადგილების მიხედვით მოხდება. მოქმედი ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი, ისევე როგორც მესამე და მეოთხე, მეხუთე და მეექვსე, მეშვიდე და მერვე და ა.შ. ადგილოსნები განითესებიან სხვადასხვა ჯგუფში. ამასთანავე წილისყრისას გუნდები თავად აირჩევენ, როგორც ქვეჯგუფს, ისე საკუთარ ნომერს კალენდარში.

16:00 საათზე იგივე პროცედურით ჩატარდება წილისყრა პირველ ლიგაშიც, სადაც ქვეჯგუფებში 9-9 გუნდი იქნება.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119623