ფეხბურთი

17:42 | 10.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

“პესკარა” სერია A-ში დაბრუნდა

იტალიის სერია A-ში ახალი სეზონიდან “პესკარა” ითამაშებს. ადრიატიკელებმა სერია ბ-ს პლეი-ოფის ფინალში “ტრაპანისთან” გასვლით მატჩში 1:1 ითამაშეს და ვინაიდან, პირველი შეხვედრა შინ 2:0 მოეგოთ, აპენინელთა ელიტარული ლიგის საგზური მასიმო ოდოს გუნდს დარჩა.

“პესკარა” ბოლოს სერია ა-ში 2012-2013 წლების სეზონში თამაშობდა, მაგრამ მაშინ “თევზები” ძალზე ცუდად გამოვიდნენ და ქვედა ლიგაში უშანსოდ დაქვეითდნენ. ამ გუნდის რიგებში ჯანლუკა ლაპადულა თამაშობს, რომელმაც 44 მატჩში 30 გოლის გატანა შეძლო და როგორც იტალიური მედია იტყობინება, კარიერას “ნაპოლიში” გააგრძელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113727