ჩოგბურთი

10:53 | 10.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი “უიმბლდონზე” ვერ ითამაშებს

დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი ესპანელი რაფაელ ნადალი “უიმბლდონის” ტურნირზე ვერ ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას რაფა “ფეისბუქში” თავის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

“ექიმთან საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ “უიმბლდონზე” ვერ ვითამაშებ. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. “როლან გაროსზე” მიღებული მაჯის ტრავმას მოშუშება სჭირდება. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის”- განაცხადა ნადალმა.

შეგახსენებთ, რომ რაფამ “როლან გაროსზე” გამოსვლა მაჯის ტრავმის გამო შეწყვიტა.

“უიმბლდონის” ტურნირი 27 ივნისს დაიწყება და 10 ივლისს დასრულდება.

0.116426