ფეხბურთი

22:10 | 9.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

კობახიძემ გაახანგრძლივა, ლობჯანიძე დაბრუნდა

ბოლნისის “სიონის” რიგებს ზვიად ლობჯანიძე შეუერთდა. ახალგაზრდა ფეხბურთელს “სიონის” მაისურით არაერთი შეხვედრა ჩაუტარებია. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ერთწლიან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

თბილისის “დინამოდან” იჯარით მოასპარეზე ოთარ კობახიძემ კი, ბოლნისურ კლუბთან დეკემბრამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი. კობახიძეს “სიონის” მაისურით 6 გოლი აქვს გატანილი.

ბოლნისელთა რიგებს უკვე შეუერთდნენ – ირაკლი სიხარულიძე, გიორგი ჯანელიძე, ლაშა შინდაგორიძე და ლაშა თოთაძე.

ბოლნისის "სიონის" პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113701