იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ "ტიანცზინ სუნზიანი" ჩაიბარა. როგორც ჩინური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, იტალიელი სპეციალისტი აზიურ გუნდს ორი წლის განმავლობაში გაწვრთნის.
ფაბიომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობა "ალ აჰლიში" დაიწყო, შემდეგ "გუანჯოუსა" და "ალ ნასრიში" მუშაობდა.