“შტუტგარტის” ტურნირის 1/8-ფინალში როჯერ ფედერერმა ტეილორ ფრიტცი 6:4, 5:7, 6:4 დაამარცხა.
როჯერმა კარიერაში 1071-ე მატჩი მოიგო, რითაც ლეგენდარულ ივან ლენდლს გაუთანაბრდა. ღია ერაში მოგებული მატჩებით ფედერერი და ლენდლი 2-3 ადგილს იყოფენ. ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი 1256 შეხვედრა ჯიმი კონორსს აქვს მოგებული.
- ჯიმი კონორსი – 1256 მატჩი
- როჯერ ფედერერი – 1071
- ივან ლენდლი – 1071
- გილერმო ვილასი - 929
- ჯონ მაკინროი – 875
- ანდრე აგასი – 870
- სტეფან ედბერგი – 801
- რაფაელ ნადალი – 796
- ილია ნასტასე – 780
- პიტ სამპრასი – 762