ფეხბურთი

15:24 | 9.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

არაღიარებულმა აფხაზეთმა ჯანი ინფანტინოს ფიფა-ში გაწევრიანება სთხოვა

არაღიარებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ ფიფა-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს წერილობით გაუგზავნა თხოვნა, რათა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია ფიფა-ში გაწევრიანდეს.

დღესდღეობით აფხაზეთის დამოუკიდებლობას მხოლოდ 5 ქვეყანა აღიარებს: რუსეთი, ნიკარაგუა, ვანუატუ, ვენესუელა და ნაურუ.

“აფხაზეთმა წარმატებით უმასპინძლა არაღიარებულ ქვეყნებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატს. აქედან გამომდინარე, გვაქვს პატივი და საბაბი, რათა გთხოვოთ: განიხილოთ აფხაზეთის ფიფა-ში გაწევრიანების საკითხი” – წერია მიქვაბიას განცხადებაში.

როგორც იცით, არაღიარებულ ქვეყნებს შორის გამართულ ტურნირს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოეხმაურა და ჯანი ინფანტინოს რამდენიმე დღის წინ წერილი გაუგზავნა.

0.118611