ფეხბურთი

22:13 | 8.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი: “20 000 მომენტი გვქონდა, მაგრამ საქართველომ მოგვიგო”

ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავმა სერხიო რამოსმა საქართველოსთან 0:1 წაგების შემდეგ განაცხადა, რომ ეს შედეგი “ფურია როხასთვის” ცოტა საგანგაშო უნდა იყოს, მაგრამ ამასთან, ჭკუის სასწავლებლად გამოდგებაო.
“ამ მარცხისგან რაღაც დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ცოტა არ იყოს, საგანგაშო ზარია, მაგრამ ესპანეთის ნაკრები სწორედ ამან უნდა გააბრაზოს. ევროპის ჩემპიონატზე მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. სჯობს ამხანაგურში წააგო, ვიდრე ევროპაზე. მიუხედავად იმისა, რომ 20 000 მომენტი გვქონდა, საქართველომ მოგვიგო. ქართველებს ერთი გოლის გარდა არაფერი შეუქმნიათ” – უთხრა რამოსმა ესპანურ AS-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114411