ფეხბურთი

21:47 | 8.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დილას“ მზადება და ამხანაგური მატჩების განრიგი

XXVII ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გორის „დილა“ 3 ივნისს გორში შეიკრიბა და მომავალი ევროპის ლიგის გათამაშებისთვის მზადება დაიწყო, რომლის საწყისი მატჩიც 30 ივნისს გახლავთ დაგეგმილი.

გორელთა პირველი მეტოქის ვინაობა და მატჩის ადგილი 20 ივნისს გახდება ცნობილი, როდესაც შვეიცარიის ქალაქ ნიონში აღნიშნული ტურნირის კენჭისყრა გაიმართება.

“დილას” პრეს-სამსახურის ცნობით, გუნდი შეკრებას 12 ივნისიდან მშობლიურ ქალაქში გეგმავს. გორელებს ასევე დაგეგმილი აქვთ ოთხი ამხანაგური შეხვედრა.

13 ივნისს “დილა” „თენგიზ ბურჯანაძეზე“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. 18 ივნისს თბილისში „მიხეილ მესხზე“ აზერბაიჯანულ „გაბალასთან“ მატჩია დაგეგმილი, 20 ივნისს გორში თბილისის „ვიტ ჯორჯიასთან“ თამაში შედგება, ხოლო 23 ივნისს გორშივე გიუმრის „შირაქთან“ სპარინგი ჩატარდება.

აღსანშნავია, რომ ამ ოთხი ამხანაგური მატჩიდან „დილას“ სამი მეტოქე („სამტრედია“, „გაბალა“, „შირაქი“) ევროპის ლიგაზე მოასპარეზე კლუბია.

თეგები\"დილა\"
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115037