კალათბურთი

13:54 | 8.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლავი მესამე მატჩისთვის მზადაა

ESPN-ის ცნობით, “კლივლენდ კავალიერსის” ერთ-ერთი ლიდერი კევინ ლავი მზადაა “გოლდენ სტეიტთან” ითამაშოს.

ლავმა მეორე მატჩში ჰარისონ ბარნსთან ორთაბრძოლაში თავის არეში დაზიანება მიიღო, რის გამოც შეხვედრა ვეღარ გააგრძელა. მესამე მატჩის წინ თავად ლავი სათამაშოდ არის განწყობილი, თუმცა მისი პარკეტზე ხილვა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. წყაროს ცნობით, ლავი ითამაშებს თუ არა მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაწყდება.

“გოლდენ სტეიტი” “კლივლენდს” სერიას 2:0-ს უგებს. მესამე შეხვედრა კავალიერსის დარბაზში 9 ივნისს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

თეგებიკევინ ლავი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116011