საქართველოს 18 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისათვის მზადებას შეუდგა, რომელსაც 29 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე უმასპინძლებს.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა, რომლის ასისტენტებიც არჩილ ჯჟენტი და მიხეილ კობეშავიძე არიან, შეკრებაზე 20 კალათბურთელი გამოიძახა, საიდანაც გუნდში 12 დარჩება.
გთავაზობთ გამოძახებულ სპორტსმენთა სიას:
ლევან ბაბილოძე (,,კაპო“, იტალია)
ლუკა ბულაშვილი (,,ლაბორალ კუჩა“, ესპანეთი)
გიორგი ცირეკიძე (,,კოლეჯი“, იტალია)
გოგა ბითაძე (,,მეგალექსი“, სერბეთი)
ვლადიმერ ფურცვანიძე (,,კოლეჯი“, აშშ)
ნიკა დარბაიძე (,,აკადემია“)
გიორგი კორსანტია (,,ვითა“)
გიორგი ცინცაძე (,,მართვე 2“)
ნიკა ჩეჩელაშვილი (,,ჰიუნდაი“)
ნიკა მეცხვარიშვილი (,,აკადემია“)
ნიკა ლოლიშვილი ("აკადემია“)
გიორგი გვიანიძე (,,აკადემია“)
საბა აკობია (,,აკადემია“)
საბა ღვედაშვილი (,,რუსთავი“)
გიორგი ცხოვრებოვი (,,აკადემია“)
გიორგი გოგუა (,,დინამო“)
კოკა ფიფია (,,ჰიუნდაი“)
ნიკა ყირიმელი (,,ორბი’)
ნიკა ლეონიძე (,,აკადემია“)
ბერდია ქავთარაძე ( ,,ჰიუნდაი“)
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად ჯგუფში ალბანეთის, სლოვაკეთის, ინგლისის, შოტლანდიისა და უკრაინის ნაკრები გუნდები გამოვლენ.
მომდევნო ეტაპზე ბრძოლას ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები გააგრძელებენ.