ფეხბურთი

15:23 | 7.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: “საფრანგეთს ფრანსუა ოლანდზე მეტად დავეხმარე”

შვედეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა Le Monde-სთან ინტერვიუში სხვა საკითხებთან ერთად პსჟ-ში თამაშისას მიღებულ შემოსავლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საფრანგეთს ის უფრო მეტად დაეხმარა, ვიდრე ამ ქვეყნის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი.

“ფული გარკვეულწილად ცხოვრებას უფრო იოლს ხდის, თუმცა ბედნიერება არ მოაქვს. ბევრს გამოვიმუშავებ თუ არა? მე არ ვიცი რას ნიშნავს “ბევრი”. ფეხბურთელთა ფასს ბაზარი ადგენს და არა საინფორმაციო საშუალებები. იცით რამდენ გადასახადს ვიხდი? ჯერ კიდევ მიწევს საფრანგეთში 75 პროცენტის გადახდა. ასე რომ, შემიძლია ვთქვა, საფრანგეთს იმაზე მეტად დავეხმარე, ვიდრე ამ ქვეყნის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი”, - აღნიშნა შვედმა ფეხბურთელმა.

ჟურნალისტმა საფრანგეთის პრეზიდენტთან დაკავშირებით თემა განავრცო და იბრაჰიმოვიჩს ჰკითხა, რომ ის საფრანგეთში სწორედ მაშინ ჩავიდა, როცა ოლანდი აირჩიეს პრეზიდენტად, ამის შემდეგ ზლატანი პოპულარული გახდა, პრეზიდენტი კი არაპოპულარული. ამას როგორ ახსნითო:

“ვფიქრობ, პოპულარული ან ხარ, ან არა. ამის გასაღები თავად ადამიანშია. ოლანდის ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ შემიძლია ის პოპულარული გავხადო, თუკი მოვისურვებ” - უპასუხა ზლატანმა.

0.130465