ფეხბურთი

15:55 | 6.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაიამ აეკი ჩაიბარა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი თემურ ქეცბაია ათენის აეკის მთავარი მწვრთნელი გახდა. როგორც ბერძნული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ქართველ სპეციალისტთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ქეცბაია აეკის ღირსებას ფეხბურთელობისას 1994-1997 წლებში იცავდა და ათენელთა მაისურით ჩატარებულ 119 მატჩში 39 გოლი გაიტანა. სწორედ აეკში წარმატებული თამაშის შემდეგ განაგრძო კარიერა მან ინგლისურ "ნიუკასლში".

48 წლის ქართველი მწვრთნელი ბოლოს კვიპროსულ აპოელ-ს ედგა სათავეში და გუნდი, რომელმაც კვიპროსის ჩემპიონობა მოიპოვა, სეზონის მიწურულს დატოვა.

0.112965