ზლატან იბრაჰიმოვიჩის ახალი გუნდის ვინაობა 7 ივნისს გახდება ცნობილი. ამის შესახებ შვედეთისა და უელსის ამხანაგაური მატჩის დასრულების შემდეგ უშუალოდ იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა.
“7 ივნისს დიდ ამბავს გაიგებთ. ეს ზაფხულის ბომბი იქნება. ამ დღეს ყველაფერი გაცხადდება. ჩემი მომავალი გუნდი ფანტასტიურია, ყველაზე დიდი გუნდია”, - განაცხადა იბრამ.
იბრაჰიმოვიჩი სეზონის დასრულების შემდეგ ფრანგული “პარი სენ ჟერმენიდან” წავიდა და ახლა თავისუფალი აგენტია. მისი მომავალი გუნდის შესახებ ბევრი დაიწერა და ითქვა, თუმცა ჯერაც უცნობია. თუ ინგლისურ მედიას დავერწმუნებით, ის აუცილებლად “მანჩესტერ იუნაიტედი” იქნება.