ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერის მეორე მატჩში “გოლდენ სტეიტმა” საკუთარ დარბაზში “კლივლენდი” 110:77 გაანადგურა. “კავალერიამ” პირველი პერიოდი 21:19 მოიგო, რის შემდეგაც სამ პერიოდში პირწმინდად დამარცხდა. მატჩში ყველაზე მეტი 28 ქულა გრეიმონ გრინმა ჩააგდო, “კლივლენდში” 19 ქულით ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა. კარიმ 18 ქულა ჩააგდო, ტომპსონმა – 17. “კლივლენდის” ორმა ლიდერმა ლავმა და ირვინგმა მსუბუქად რომ ვთქვათ ცუდად ითამაშეს. კაირის 10 ქულა ჰქონდა, ხოლო ლავმა 20 წუთი ითამაშა 5 ქულა ჩააგდო.
სერიას “გოლდენ სტეიტი” 2:0-ს იგებს. მესამე შეხვედრა “კავალიერსის” დარბაზში 9 ივნისს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.
“გოლდენ სტეიტი” – “კლივლენდ კავალიერსი” 110:77 (19:21, 33:23, 30:18, 28:15)
https://www.youtube.com/watch?v=NZYXNofi6zI