კალათბურთი

2:20 | 6.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას “ლაბორალ კუჩა” ნახევარფინალში 0:2 ჩამორჩა

თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში “ბარსელონასთან” მე-2 მატჩიც წააგო და კიდევ 1 წარუმატებლობის შემთხვევაში, სეზონის დასრულება მოუწევს.

პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, ბასკური კლუბი კატალონიელებს ყოჩაღად დაუდგა და დასკვნითი მეროთხედის წინ 7 ქულით იგებდა, თუმცა, საბოლოოდ, 68:73 წააგო.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 08:36 წუთი დაჰყო და 2 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. თორნიკემ ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანი ამერიკელი მაიკ ჯეიმსი გახლდათ, რომელიც შესაძლოა, საქართველოს ნაკრებშიც ვიხილოთ. მან 15 ქულა მიითვალა.

“ბარსელონამ” წარმატებას ჩინებული გუნდური თამაშის წყალობით მიაღწია. კატალონიელთა მხრიდან 6 და მეტი ქულა ერთბაშად 8 კალათბურთელმა ჩააგდო.

ნახევარფინალის მე-3 მატჩს 8 ივნისს “ლაბორალ კუჩა” უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12979