ახლო წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ფილიპო ინძაგი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება. როგორც sky sports-ი გვამცნობს, 43 წლის სპეციალისტი მალე “ვენეციას” მთავარი მწვრთნელი გახდება. წყაროს ცნობით, კლუბსა და პიპოს შორის ყველანაირი შეთანხმება მიღწეულია და დამდეგ კვირაში კონტრაქტიც გაფორმდება.
“ვენეცია” გასულ სეზონში სერია D-ში თამაშობდა და ლეგა პროს საგზური მოიპოვა. თუმცა, გუნდის ხელმძღვანელობას დიდი მიზნები აქვს დასახული და ინძაგის მიწვევაც ამის პირველი ნიშანი უნდა იყოს.
შეგახსენებთ, ინძაგი 2014-2015 წლების სეზონში “მილანს” წვრთნიდა, მაგრამ ცუდი შედეგების გამო სამსახურის დატოვება მოუწია. მანამდე კი, სამწვრთნელო კარიერა “როსონერის” ახალგაზრუდლ გუნდში დაიწყო.