ფეხბურთი

19:17 | 4.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ტორპედო“ სამმა ფეხბურთელმა დატოვა

ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობა სამმა ფეხბურთელმა დატოვა. იმერული კლუბის ფეისბუქ-გვერდის ცნობით, თბილისის „ლოკომოტივში“ გააგრძელებენ კარიერას ქუთაისელთა აწ უკვე ყოფილი კაპიტანი გიორგი კუხიანიძე და ნახევარმცველი ირაკლი კლიმიაშვილი, ხოლო ლაშა შინდაგორიძე ახალი სეზონიდან ბოლნისის „სიონის“ მაისურს მოირგებს. როგორც „ტორპედოს“ პრესსამსახური იტყობინება, კლუბმა კუხიანიძეს ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა ფეხბურთელმა „ლოკომოტივში“ გადასვლა გადაწყვიტა. კლუბი სამივე მოთამაშეს მადლობას უხდის გაწეული სამსახურისთვის.

ცნობილია, რომ ქუთაისელებს ახლახან ჩაუდგა სათავეში კობა ჟორჟიკაშვილი, რომელმაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალექსანდრ შტელინი შეცვალა. კლუბთან წელიწადნახევრით გაახანგრძლივეს კონტრაქტები თორნიკე კაპანაძემ, ბაქარ მირცხულავამ და გიორგი ქიმაძემ, უახლოეს დღეებში იგეგმება რამდენიმე მოთამაშესთან კონტრაქტის განახლება. ამასთან, „ტორპედოს“ პრესსამსახურისვე ინფორმაციით, გუნდი გამოცდილი ფეხბურთელებით, მათ შორის უცხოელებით გაძლიერებას აპირებს.

0.1294