ჩოგბურთი

17:18 | 3.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფინალში სერენა მუგურუზას შეხვდება

“როლან გაროსის” ფინალში მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი ესპანელ გარბინია მუგურუზას შეხვდება.

ნახევარფინალში სერენამ ჰოლანდიელი კიკი ბერტენსი 7:6, 6:4 დაამარცხა. მატჩი საათსა და 40 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში ბერტენსი 5:4-ს იგებდა და სეტზე აწვდიდა, რა დროსაც სერენამ ბრეიკი გააკეთა და პარტია ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელიც უილიამსმა 9:7 მოიგო. მეორე სეტში 3:3-ზე უილიამსმა ბრეიკი შეასრულა, რაც მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა.

მეორე ნახევარფინალურ მატჩში, მსოფლიოს ნომერ მეოთხე ჩოგბურთელმა გარბინია მუგურუზამ სამანტა სტოსური 6:2, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 18 წუთს გაგრძელდა.

ურთიერთშეხვედრებში სერენა მუგურუზას 3:1-ს ამარცხებს.

უილიამსი - მუგურუზას შეხვედრა 4 ივნისს თბილისის დროით 17:00 საათზეა ჩანიშნული.

0.11172