ფეხბურთი

16:23 | 3.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ქუთათელაძე - 2001 წელს დაბადებული ფორვარდი პსჟ-ში

ნიკა ქუთათელაძე, რომელიც ფრანგული “ლილის” ასაკობრივ გუნდში გამოდიოდა, პსჟ-ში გადავიდა და 16-წლამდელთა გუნდში ითამაშებს. მასთან ერთად პარიზულმა გრანდმა ნიკას ძმა, სანდროც აიყვანა – ის ასაკით უმცროსია.

ამ ჭაბუკზე ადრეც ვწერდით, როცა “ლილში” გამოდიოდა. 6 წელი იყო “ლილში”, მანამდე კი ჩეხეთის “სპარტაში” გახლდათ ცოტა ხნით. ის წლეულს მარტში გურამ ასპინძელაშვილის გაწვრთნილ ნაკრებშიც (16-წლამდელები) ვარჯიშობდა.

ნიჭიერი რომ არ იყოს, პსჟ არ წაიყვანდა. ვნახოთ, როგორ განვითარდება და როგორ გამოიყენებს ასეთ შანსს.

0.115953