კალათბურთი

11:02 | 3.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

სუპერფინალში “გოლდენ სტეიტი” დაწინაურდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის პირველ მატჩში “გოლდენ სტეიტმა” შინ “კლივლენდ კავალიერსი” 104:89 დაამარცხა. თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში “გოლდენ სტეიტი” ანგარიშით წინ იყო, “კავალერიამ” მესამე პერიოდში მოახერხა სამჯერ ერთი ქულით დაწინაურდება, ეგ იყო და ეგ რაც “მეფემ” და მისმა თანაგუნდელებმა გააკეთეს.

“გოლდენ სტეიტმა გუნდური კალათბურთი ხარჯზე მოიგო, “ოკლენდელთა” შვიდმა კალათბურთელმა 10 და მეტი ქულა ჩააგდო, მათ შორის საუკეთესო 20 ქულით შონ ლივინგსტონი გახლდათ. კარიმ 11 ქულა, 5 პასი და 5 მოხსნა შესძინა გუნს. ტომპსონს მხოლოდ 9 ქულა ჰქონდა. “კავალისერში” ყველაზე მეტი 26 ქულა კაირი ირვინგმა ჩააგდო, ლებრონ ჯეიმსმა ორმაგი დუბლი შეასრულა, 23 ქულა, 12 მოხსნა, 9 პასი. “ოქროს შტატელების” სათადარიგო მოთამაშეებმა “კავალიერსის” სათადარიგოებს 45:10 მოუგეს, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.

სერიის მეორე შეხვედრა ისევ ოკლენდში გაიმართება, მატჩი 6 ივნისს თბილისის დროით 04:00 საათზეა ჩანიშნული.

“გოლდენ სტეიტი” – “კლივლენდი” 104:89 (28:24, 24:19, 22:25, 30:21)

https://www.youtube.com/watch?v=ZeSbW4OPlRg

0.126956