ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა იტალიურ ბრეშაში მიმდინარე 50-ათასიანი ტურნირის ერთეულთა ბადეს გამოეთიშა, წყვილებში კი ეკატერინე გორგოძესთან ერთად, ნახევარფინალს უწია.
ერთეულთა მერვედფინალში სოფო პირველი განთესვის მქონე იტალიელ კარინ კნაპს გაეჯიბრა და 2:6, 3:6 დამარცხდა.
წყვილთა მეოთხედფინალში პირველი რეიტინგით მოთამაშე გორგოძემ და შაფათავამ იტალიელებს – ნასტასია ბარნეტსა და კრისტიანა ფერნანდოს 6:2, 7:6 (9:7) სძლიეს, ნახევარფინალში კი მასპინძელთა კიდევ ერთ დუეტს (კიეზა-კოლმენია) გაეჯიბრებიან.