ფეხბურთი

0:30 | 3.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდული ნაკრების ბოლო ვარჯიში “რიმნერსვალენზე“

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შვედეთთან 3 ივნისს დაგეგმილი ევროშესარჩევი მატჩის წინ ბოლო ვარჯიში ჩაატარა.

გია გეგუჩაძემ გუნდი ქალაქ უდევალას სტადიონ “რიმნერსვალენზე” თბილისის დროით 19:00 საათზე გაიყვანა. ვარჯიშმა საათზე მეტხანს გასტანა და ძირითადად წინასწარ შეგულებული რამდენიმე სქემის დამუშავებას დაეთმო. გუნდში კარგი განწყობაა და მომავალი მატჩისთვის თვრამეტივე ფეხბურთელი მზად არის.

თამაშს ავსტრიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება: მარკუს ჰამეტერი (არბიტრი), როლანდ რიდელი (ასისტენტი), როლანდ ბრაუნშმიდტი (ასისტენტი), ჯულიან ვაინბერგერი (სათადარიგო).

შეხვედრა თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება და მასპინძელთა განცხადებით, 3-ათასიანი ტრიბუნა გაივსება.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.106061