ჩოგბურთი

19:38 | 2.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკი ნახევარფინალშია (+VIDEO)

“როლან გაროსის” მეოთხედფინალში სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მსოფლიო რეიტინგის მე-8 ნომერი ჩეხი ტომაშ ბერდიხი 6:3, 7:5, 6:3 დაამარცხა (VIDEO). მატჩს მთლიანად ნოვაკი წარმართავდა და ბერდიხს არანაირი შანსი არ ჰქონია.

შეხვედრა 2 საათსა და ექვს წუთს გაგრძელდა. ნოვაკმა ვერც ერთი ეისი ვერ ჩააწოდა. 8 შესაძლებლობიდან სერბმა ექვსი ბრეიკი შეასრულა. ბერდიხმა 28 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ხოლო ნოლემ 22.

ნახევარფინალში ნოლე ავსტრიელ დომინიკ ტიმს შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ დავიდ გოფინი 4:6, 7:6, 6:4, 6:1 დაამარცხა (VIDEO).

ურთიერთშეხვედრებში ნოვაკი ტიმს 2:0-ს ამარცხება. შეხვედრა 3 ივნისს თბილისის დროით 15:00 საათზეა ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126702