ფეხბურთი

18:51 | 2.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტორესი: “სიმეონეს დარჩენა გვსურს”

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა განაცხადა, რომ დიეგო სიმეონეს დარჩენა “როხიბლანკოს” ყველა ფეხბურთელს სურს.

როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხის შემდეგ, არგენტინელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სამუშაო ადგილის შეცვლაზე დაფიქრდეს, რასაც ფერნანდო გამოეხმაურა და საკუთარი აზრი ჟურნალისტებთან დააფიქსირა.

“ატლეტიკოს” ყველა ფეხბურთელს სიმეონეს დარჩენა გვსურს. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ მასთან მუშაობით, თუმცა დიეგოს უფლება აქვს, რომ საკუთარი მომავალი გადაწყვიტოს”, - დასძინა მან.

სიმეონეზე საუბრის გარდა, 32 წლის ფორვარდმა საკუთარ მომავალზეც ისაუბრა. როგორც იცით, “ელ ნინიოს” სატრანსფერო უფლებებს “მილანი” ფლობს და მის გამოსყიდვაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.

“მოლაპარაკების პროცესი დასკვნით სტადიაშია. იმედი მაქვს, პატარა დეტალები მალე მოგვარდება და სრულფასოვანი წევრი გავხდები. ყველამ კარგად იცის, რომ “ატლეტიკოში” დარჩენა მინდა და შემიძლია ვთქვა, მალე ყველაფერი რიგზე იქნება”, - განაცხადა “როხიბლანკოს” ლეგენდამ.

შეგახსენებთ, რომ ტორესმა განვლილ სეზონში 44 შეხვედრა ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11363