გარი მონკი “ლიდსი იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელია – იუწყება დასავლეთ იორკშირული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
36 წლის სპეციალისტმა ახალ კლუბთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ მონკი 2014 წლის 4 თებერვლიდან “სუონსის” წვრთნიდა, საიდანაც წამოსვლა 2015 წლის 9 დეკემბერს არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მოუწია.