ფეხბურთი

10:37 | 2.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

კობა ჟორჟიკაშვილი: “ქუთაისის “ტორპედოში”? არავინ შემხმიანებია”

გავრცელდა ინფორმაცია, კობა ჟორჟიკაშვილი ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი გახდებაო. ჩვენ ჟორჟიკაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, მეორე ადამიანი ხართ, ვინც ამას მეკითხება, მაგრამ ვერაფერს გეტყვით, კლუბიდან არავინ შემხმიანებიაო.

გამოცდილი მწვრთნელი ბოლოს ხონის “იმერეთში” მუშაობდა, თუმცა გასული წლის ოქტომბერში დატოვა პოსტი და მას შემდეგ სხვა გუნდი არ გაუწვრთნია.

“ნამდვილად ვიმუშავებდი ისეთ გუნდში, რომელსაც აქვს მიზანი, იცის, რა როგორ უნდა გააკეთოს, გეზს მიჰყვება და მაღალი ადგილის დაკავების პრეტენზია ექნება” – გვითხრა ჟორჟიკაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116962