ჩოგბურთი

17:45 | 1.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა ესპანური ბარიერი დაძლია

“როლან გაროსის” მერვედფინალში მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი 3:6, 6:4, 6:1, 7:5 დაამარცხა. შეხვედრა გუშინ დაიწყო, მაგრამ წვიმის გამო შეწყდა და დღეს განახლდა. მატჩი სამ საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში ესპანელმა მოულოდნელად სამი ბრეიკი შეასრულა და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე და მესამე პარტიებში ნოლეს არ გაჭირვებია. მეოთხე სეტში კი ბაუტისტა-აგუტი 4:2 დაწინაურდა და მეხუთე გადამწვეტი სეტის მოლოდინი გაჩნდა, თუმცა ნოვაკმა უკუბეიკი გაუკეთა და 5:5-ზე გამარჯვების მომტანი ბრეიკი შეასრულა.

ნოლემ 2 ეისი ჩააწოდა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ნოვაკმა 54 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ესპანელმა 49.

მეოთხედფინალში ჯოკოვიჩი ტომაშ ბერდიხს შეხვდება.

0.117432