კალათბურთი

21:48 | 1.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბლატი და “დარუშაფაკა”: ორ მილიონამდე სეზონში

“კლივლენდ კავალიერსის” ექს-თავკაცი დევიდ ბლატი, რომლის თურქულ “დარუშაფაკაში” დანიშვნა თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, სეზონის განმავლობაში 1.7-დან 2 მილიონ დოლარამდე მიიღებს.

საქვეყნოდ ცნობილია, რომ მანუჩარ მარკოიშვილის გუნდს ზურგს უმდიდრესი კომპანიები უმაგრებენ, რომლებიც ევროლიგასაც სპონსორობენ.

სწორედ მათი გადაწყვეტილებით, ახალი სეზონისთვის ევროპული მასშტაბით ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი იქმნება და ცხადია, პირველ რიგში მთავარი მწვრთნელის პრობლემა გადაიჭრა.

“დარუშაფაკას” უწინდელმა დამრიგებელმა ოქთაი მაჰმუთიმ თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა, უახლოეს პერიოდში კი ბლატის ოფიცოიალურ წარდგენასაც უნდა ველოდეთ.

0.111751