ფეხბურთი

16:39 | 1.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი მაისურაძე აელ-ში ან “ომონიაში”

ირაკლი მაისურაძე “ანორთოსისში” აღარ ითამაშებს. 27 წლის საყრდენ ნახევარმცველს კონტრაქტი დაუმთავრდა და კლუბმა მას ახალი ხელშეკრულება შესთავაზა, მაგრამ შედარებით მცირე ანაზღაურებით.

მაისურაძე არ დათანხმდა და ყველაზე რეალური ვარიანტი, სადაც შეიძლება კარიერა გააგრძელოს, ლიმასოლის აელ-ია. ეს გუნდი კვიპროსის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზე გავიდა.

თუმცა აელ-ზე ძლიერი გუნდიც ინტერესდება ქართველი საყრდენით: ეს ნიქოზიის “ომონიაა”.

მაისურაძემ “ანორთოსისში” ორი სეზონი გაატარა: 56 მატჩი, გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.104491