ფეხბურთი

12:10 | 1.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

"შახტარი" ფონსეკამ ჩაიბარა

"ბრაგას" აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი პაულუ პონსეკა მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში დონეცკის "შახტარს" უხელმძღვანელებს. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

პორტუგალიელი სპეციალისტი აქამდე მხოლოდ სამშობლოში მუშაობდა და ისეთ გუნდებს წვრთნიდა, როგორებიცაა: "ავეში", "ფერეირა" და "პორტუ". გასულ სეზონში პაულუს "ბრაგა" ევროპა ლიგის მეოთხედფინალში "შახტარს" შეხვდა და ორი მატჩი ჯამში 1:6 განადგურდა.

პონსეკამ უკრაინულ გრანდში მირჩა ლუჩესკუ შეცვალა. რუმინელმა სპეციალისტმა კი "ზენიტი" ჩაიბარა.

0.120397