ფეხბურთი

19:41 | 1.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბეტუმ "სევილია" დატოვა

მეკარე ბეტუმ "სევილია" დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია ანდალუსიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ესპანურ გუნდთან ერთად ორჯერ უეფას თასი მოიგო.

აწ უკვე გასულ სეზონში ბეტუ ტრავმის გამო ვერ თამაშობდა. მეკარემ ლა ლიგაში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა, ხოლო თბილისში გამართულ სუპერთასზე "ბარსელონასთან" შეხვედრაში 5 გოლი გაუშვა.

აღნიშნული შედეგის და ტრავმიანობის გამო ბეტუ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებშიც ვერ მოხვდა და ევროპის ჩემპიონატზეც არ იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11433