ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე უზბეკეთის ქალაქ ნამანგანში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ჩაება და პირველ წარმატებასაც მიაღწია.
ცივაძემ საწყის რაუნდში რუს დმიტრი სურჩენკოს 6:3, 6:4 სძლია და მერვედფინალში კიდევ ერთ რუს, მე-4 ნომრად განთესილ მარკოს კალოველონისს გაეჯიბრება.
წყვილთა ტურნირში ცივაძემ და ყაზახმა დენის იევსეევმა მე-3 რეიტინგის მქონე უზბეკურ-რუსულ დუეტთან (ფაიზიევი-კალოველონისი) 4:6, 2:6 წააგეს და შეჯიბრს გამოეთიშნენ.