ჩოგბურთი

22:07 | 31.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა და გორგოძე ბრეშაში

იტალიის ქალაქ ბრეშაში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი), რომლის ძირითად ბადეშიც სოფო შაფათავა ითამაშებს, ეკატერინე გორგოძემ კი კვალიფიკაციის დაძლევა ვერ მოახერხა.

საკვალიფიკაციო ბადეში პირველი განთესვის მქონე გორგოძემ საწყისი რაუნდი გამოტოვა, მე-2 წრეში კი იტალიელ ლუსია ბონძეტისთან 5:7, 6:3, 4:6 დამარცხდა.

თავის მხრივ, კვალიფიკაციის დასრულებას ელის შაფათავა და ძირითად ბადეში პირველი მეტოქის ვინაობასაც ამის შემდეგ შეიტყობს.

წყვილთა ტურნირში გორგოძეს და შაფათავას პირველი რეიტინგი გააჩნიათ და ბრძოლაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან.

0.109749