ათენის “პანათინაიკოსის” მთავარ მწვრთნელად, შესაძლოა, პინი გერშონი დაინიშნოს. ამ ინფორმაციას Eუროჰოოპს.ნეტ ავრცელებს.
64 წლის ებრაელმა სპეციალისტმა 2004 და 2005 წლებში თელ-ავივის “მაკაბიმ” ევროლიგის მოგება მოახერხა, 2014-15 წლების სეზონში კი მაკაბელთა მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.
“პანათინაიკოსის” ხელმძღვანელობა მწვრთნელის შეცვლაზე მას შემდეგ დაფიქრდა, რაც საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში ათენელები პირეოსის “ოლიმპიაკოსთან” 1:3 დამარცხდნენ.