ფეხბურთი

17:09 | 31.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ადრიანო “ლაციოს” უახლოვდება

ესპანეთის ჩემპიონ კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელი მცველი ადრიანო კორეია ტოვებს. კატალონურ გამოცემა “მუნდო დეპორტივოს” თუ დავუჯერებთ, 31 წლის სამხრეთამერიკელი კარიერას რომის “ლაციოში” გააგრძელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ტრანსფერს მხოლოდ ოფიციალური სახის მიღება აკლია. ადრიანო “ლაციოს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან “ბარსა” მას გაათავისუფლებს. კონტრაქტი კი ორწლიანი იქნება.

ბრაზილიელი ფეხბურთელი “კამპ ნოუზე” “სევილიადან” 2010 წელს გადაბარგდა, თუმცა დღემდე ძირითად შემადგენლობაში ფეხი სტაბილურად ვერაფრით მოიკიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128154