კალათბურთი

21:33 | 30.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

გასოლმა შესაძლოა ოლიმპიადა გამოტოვოს

ესპანეთის საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა პო გასოლმა აგვისტოს თვეში რიოში გასამართ ოლიმპიადაზე შესაძლოა მონაწილეობა არ მიიღო, აღნიშნულ ინფორმაციას Sportando.com-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გასოლს ზიკას ვირუსის ეშინია, რის გამოც “ჩიკაგოს” ფორვარდმა შესაძლოა ოლიმპიადა გამოტოვოს.

“რიოში გამგზავრებაზე ვფიქრობ. სპორტსმენების და ფანების ჯანმრთელობა უმთავრესია. ვირუსთან დაკავშირებით მაქვს რაღაც ინფორმაციები. ვიმედოვნებ, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია სპორტსმენებს და გულშემატკივრებს აგვიხსნის და რისკებს შეამცირებს”- განაცხადა გასოლმა.

თეგებიპო გასოლი
0.118329